მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა (38 06)

გამოყოფილია 648.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ...

სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით; გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის - საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კოორდინაციის უზრუნველყოფა; შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების უზრუნველყოფა; მონაცემების სისტემატიზაციის, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გამარტივების მიზნით გარემოსდაცვით მონაცემთა სისტემის შექმნა, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის მიწოდების მოქნილი მექანიზმის უზრუნველყოფა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოძიებისთვის საჭირო წყაროებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა; სხვადასხვა უწყებაში არსებულ, სათანადოდ დამუშავებულ, ადვილად აღსაქმელ და სანდო გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; სხვადასხვა კამპანიებისა და პროგრამების ორგანიზების გზით საზოგადოებაში გაზრდილი გარემოსდაცვითი ცნობიერება; შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით გარემოს დაცვის საკითხებისადმი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების შეცვლილი ქცევა; სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების გზით გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების გაძლიერებული შესაძლებლობები; სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პროგრამული და სამართლებრივი უზრუნველყოფა.
●    საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა საჭირო წყაროებზე; ●    ხელმისაწვდომია სხვადასხვა უწყებაში არსებული, სათანადოდ დამუშავებული, ადვილად აღსაქმელი და სანდო გარემოსდაცვითი ინფორმაცია; ●    სხვადასხვა კამპანიებისა და პროგრამების ორგანიზების გზით საზოგადოებაში გაზრდილი გარემოსდაცვითი ცნობიერება; ●    შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით ჩატარებული გარემოს დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების შეხვედრები, წლის განმავლობაში ჩატარებული 23 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 866 დაინტერესებულმა პირმა; ●    სპეციალური ტრენინიგმოდულების საშუალებით კვალიფიკაციაამაღლებული გარემოს დაცვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტები; ●    სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი საჭირო პროგრამული და სამართლებრივი მხარდაჭერა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის კუთხით ამ ეტაპზე შექმნილია ატმოსფერულ ჰაერის ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების ვებ-რუკა, რომელზეც განთავსებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია 2014 წლიდან; მიზნობრივი მაჩვენებელი - ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის კუთხით შემდგომ ეტაპზე შექმნილია წყლის და ნარჩენების ანგარიშგების ელექტრონული სისტემა და ნებართვებისა და ლიცენზიების მიღების/გაცემის ელექტრონული სისტემა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%, ერთიანი საინფორმაციო სისტემის სრულყოფილად დანერგვა შესაძლოა ვერ მოესწროს დადგენილ ვადებში; შესაძლო რისკები - სრულფასოვანი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის/შემუშავებისათვის საჭირო დრო; პროცესის სრულყოფილად გამართვისათვის საჭირო კადრების სიმცირე 2 საბაზისო მაჩვენებელი - საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე წელს ჩატარებულია 70 გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 695-მა ადამიანმა, მათ შორის: 868 მოსწავლემ და 259 სტუდენტმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველწლიურად გარემოსდაცვითი ღონისძიებების (70-მდე წელიწადში) მოწყობა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 2 000-მდე ადამიანი, მ.შ. პრიორიტეტულია სკოლამდელი და სასკოლო ასაკის სამიზნე ჯგუფებისთვის და სტუდენტებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების გამართვა, რომელშიც ყოველწლიურად საშუალოდ 600 მოსწავლე და სტუდენტი იღებს მონაწილეობას; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10% 3 საბაზისო მაჩვენებელი - გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2015 წლის განმავლობაში ტრენინგი გაიარა სულ 300 თანამშრომელმა, მათ შორის 210-მა ტყის მცველმა, დაცული ტერიტორიების 41-მა თანამშრომელმა, ცენტრის 10-მა თანამშრომელმა და სამინისტროს სხვადასხვა უწყების 39-მა თანამშრომელმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი პროფესიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მომზადებული შესაბამისი ტრეინინგ/მოდულები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა ტრეინინგები, საშუალოდ წლიურად 300-მდე თანამშრომლის გადამზადება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაბალი ინტერესიდან გამომდინარე, შესაძლოა ვერ შედგეს ტრეინინგ-ჯგუფები დაგეგმილი რაოდენობით; შესაძლო რისკები - საზოგადოების დაბალი ინტერესი ახალი პროფესიების მიმართ; ტრენინგ/მოდულების მოსამზადებლად საჭირო რესურსების სიმცირე
1.                  საბაზისო მაჩვენებელი - ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის კუთხით ამ ეტაპზე შექმნილია ატმოსფერულ ჰაერის ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების ვებ-რუკა, რომელზეც განთავსებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია 2014 წლიდან; მიზნობრივი მაჩვენებელი - ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის კუთხით შემდგომ ეტაპზე შექმნილია წყლის და ნარჩენების ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, ექსპერტთა ელექტრონული ბაზა და გარემოსდაცვითი ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკა; მიღწეული მაჩვენებელი - შეიქმნა და ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ნარჩენების ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, მიმდინარეობს ექსპერტთა ელექტრონული ბაზის შექმნის პროცესი, რომლის ფარგლებშიც მომზადდა პროექტების ფარგლებში არსებული ექსპერტების რეესტრი, შეიქმნა გარემოსდაცვითი ლიტერატურის ნუსხა, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - შექმნილი წყლის ანგარიშგების სისტემა - აღნიშნული აღარ ექვემდებარება ცენტრის მიერ შესასრულებელ სამუშაოს და ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; 2.                  საბაზისო მაჩვენებელი - საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე წელს ჩატარებულია 70 გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 695-მა ადამიანმა, მათ შორის: 868 მოსწავლემ და 259 სტუდენტმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველწლიურად გარემოსდაცვითი ღონისძიებების (70-მდე წელიწადში) მოწყობა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 2 000-მდე ადამიანი, მ.შ. პრიორიტეტულია სკოლამდელი და სასკოლო ასაკის სამიზნე ჯგუფებისთვის და სტუდენტებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების გამართვა, რომელშიც ყოველწლიურად საშუალოდ 600 მოსწავლე და სტუდენტი იღებს მონაწილეობას; მიღწეული მაჩვენებელი - საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო 130 ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3 228-მა ადამიანმა, მათ შორის 984-მა მოსწავლემ, 570-მა სტუდენტმა, 159-მა პედაგოგმა/ლექტორმა და მასმედიის 26-მა წარმომადგენელმა; 3.                  საბაზისო მაჩვენებელი - გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2015 წლის განმავლობაში ტრენინგი გაიარა სულ 470-მდე თანამშრომელმა, მათ შორის 270-მა ტყის მცველმა, დაცული ტერიტორიების 150-მა თანამშრომელმა, ცენტრის 10-მა თანამშრომელმა და სამინისტროს სხვადასხვა უწყების 39-მა თანამშრომელმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი პროფესიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მომზადებული შესაბამისი ტრეინინგ/მოდულები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა ტრეინინგები, საშუალოდ წლიურად 300-მდე თანამშრომლის გადამზადება. მიღწეული მაჩვენებელი - მომზადდა ოთხი ახალი ტრეინინგ/მოდული. ტრენინგი გაიარა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა 383-მა ადამიანმა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019