მოძებნე პროგრამის შედეგები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა (33 04)

გამოყოფილია 97.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; სახელმწიფო მუზეუმები და სახლ-მუზეუმები; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა; ...

მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა; საქართველოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ტექნიკური ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია. ინფრასტრუქტურის განვითარება, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ღონისძიებების განხორციელება; სამუზეუმო კოლექციების დიაგნოსტიკა, ექსპონატთა რესტავრაცია, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია; UNESCO-ს ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მონიტორინგი, შესწავლა, შესაბამის სახელმწიფოებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება; მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების ინფრასტრუქტურის განვითარება; კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ტურისტების რაოდენობის ზრდა.
მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის რესტავრირებული/კონსერვირებული ნიმუშები; კონსერვირებული და რესტავრირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები/კომპლექსები ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე მასშტაბური ძეგლები, მ.შ. მსოფლიო მემკვიდრეობისა და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები; კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში გაზრდილი ტურისტების რაოდენობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით წლის ბოლომდე 1 153 000-მდე გაიზრდება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 1 930 000-მდე გაიზრდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 70-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მიზნობრივი მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 170-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, შესყიდვის პროცედურების შეფერხება, არქეოლოგიური სამუშაოების პროცესში გამოვლენილი ახალი გარემოებები, სავარაუდო აღმოჩენები, ძეგლების მდგომარეობის გაუარესება წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზებით (სტიქია, ვანდალიზმი და სხვა)
1.საბაზისო მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით წლის ბოლომდე 1 153 000-მდე გაიზრდება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 1 930 000-მდე გაიზრდება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა 1 196 300 გაიზარდა; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე მუზეუმების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი. 2.საბაზისო მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 70-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მიზნობრივი მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 50-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 90-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტების ზრდა განპირობებულია ძეგლების მდგომარეობიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნით; 3.საბაზისო მაჩვენებელი - რესტავრირებული და კონსერვირებული 250-ზე მეტი ექსპონატი. მიზნობრივი მაჩვენებელი - რესტავრირებული და კონსერვირებული 300- მდე ექსპონატი. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - რესტავრირებული და კონსერვირებული 300- მდე ექსპონატი;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019