მოძებნე პროგრამის შედეგები

მართვის, კონტროლის, კავშირგაბმულობის და კომპიუტერული სისტემები (29 04)

გამოყოფილია 109 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა მოიცავს კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. თანამედროვე დაცული კომუნიკაციების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხო, უწყვეტი კავშირი ...

პროგრამა მოიცავს კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. თანამედროვე დაცული კომუნიკაციების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხო, უწყვეტი კავშირი და კოორდინირებულ მოქმედებები. მონაცემებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოწინააღმდეგის მხრიდან საზიანო ქმედებების თავიდან აცილება, უარყოფითი შედეგების შემცირება და ყველა ელემენტის ფუნქციონირების უმოკლეს ვადებში აღდგენა. ქვედანაყოფების მობილური და სტაციონალური მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა.

შეიარაღებული ძალების სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მართვისა და კონტროლის სისტემების ერთიანი ფუნქციონირებადი ქსელი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გამართული მართვისა და კონტროლის საშუალებები. შეიარაღებულ ძალებში ერთიანი ფუნქციონირებადი პროგრამების ქსელის შექმნა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დახვეწა. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სისტემების განვითარება და მოდერნიზაცია.
არსებული კავშირგაბმულობის სისტემების გაუმჯობესებული ფუნქციონირება; ჩატარებული სამუშაოების შედეგად ხელი შეეწყო შეიარაღებული ძალების სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მართვისა და კონტროლის სისტემების ერთიანი ფუნქციონირებადი ქსელის ჩამოსაყალიბებად; ამოქმედდა კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი 24/7.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019