Find program results

ინფრასტრუქტურის განვითარება (29 05)

Allocated 130.7 c

Program implementer

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

Program description

სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ, სამხედრო ბაზების, ყაზარმების და სასადილოების აშენება-კეთილმოწყობა, რაც აუცილებელია სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობები ადეკვატურ და ღირსეულ ...

სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ, სამხედრო ბაზების, ყაზარმების და სასადილოების აშენება-კეთილმოწყობა, რაც აუცილებელია სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობები ადეკვატურ და ღირსეულ პირობებში შესასრულებლად. ასევე, კვების სისტემის გამართვა, რაც თავის მხრივ მოიცავს შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემის განვითარებას, სასადილო ინვენტარით აღჭურვას და საველე სასადილოების და სამზარეულო კონტეინერების უზრუნველყოფას. სამხედრო ბაზების რეაბილიტაცია-განვითარება, წვრთნების და სწავლებების უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურით, საინჟინრო ნაგებობისა და კომუნიკაციების რეაბილიტაცია და განვითარება.

შეიარაღებული ძალების განვითარებული ინფრასტრუქტურა. აღდგენილი სამხედრო, საყოფაცხოვრებო, სასაწყობო, საწვრთნელი და სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული არასაყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები. გაუმჯობესებული კვებითი ობიექტები, გამართული წყლის რეზერვუარები და რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემები. სათანადოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული კომუნიკაციები საინჟინრო ნაგებობები.
შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებული სამხედრო, საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო, სასაწყობო, საწვრთნელი, სასწავლო და კვებითი ინფრასტრუქტურა, საინჟინრო ქსელები და მატერიალური ქონების შენახვის პირობები.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - გამართული სამხედრო ინფრასტრუქტურა, გარემონტებული სასადილოები და გაუმჯობესებული სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები
მიზნობრივი მაჩვენებელი - გამართული სამხედრო ინფრასტრუქტურა, გარემონტებული სასადილოები და გაუმჯობესებული სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები; მიღწეული მაჩვენებელი - ინფრასტრუქტურული განვითარებისა და უზრუნველყოფის კუთხით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 51 ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოები - 15 ობიექტზე. სამუშაოები დამთავრდა 18 ობიექტზე.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022