მოძებნე პროგრამის შედეგები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატი (05 01)

გამოყოფილია 96.8 c

პროგრამის განმახორციელებლი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე, დამოუკიდებელ, უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სარგებლობს საზოგადოების ...

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე, დამოუკიდებელ, უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით; უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამედროვე სანიმუშო პრაქტიკის გაცნობა და აუდიტორთა პროფესიული ცნობიერების ამაღლება აუდიტორული ცოდნითა და უნარებით; გარე აუდიტის შესაძლებლობების, საკანონმდებლო მანდატისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის ხელშეწყობა; აუდიტორული საქმიანობით გაცემული რეკომენდაციების შედეგად მოტანილი სარგებლის ზრდა; ინფორმაციული სისტემების (IT) აუდიტის დანერგვა; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაში ხელშეწყობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად წარმართვა; საჯარო ფინანსების მართვის განვითარების ხელშეწყობა.
·         სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად წარმართვა; ·         სას-ის ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციების (INTOSAI, EUROSAI, ASOSAI) კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში ასევე მონაწილეობის მიღება მინიმუმ 15 სამუშაო შეხვედრაში; ·         საჯარო ფინანსების მართვის განვითარების ხელშეწყობა; ·         უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამედროვე სანიმუშო პრაქტიკის გაცნობა და აუდიტორთა პროფესიული ცნობიერების ამაღლება აუდიტორული ცოდნითა და უნარებით; ·         გარე აუდიტის შესაძლებლობების, საკანონმდებლო მანდატისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ·         სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის ხელშეწყობა; ·         აუდიტორული საქმიანობით გაცემული რეკომენდაციების შედეგად მოტანილი სარგებლის ზრდა; ·         ინფორმაციული სისტემების (IT) აუდიტის დანერგვა; ·         კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაში ხელშეწყობა. ·         ელექტრონული დეკლარირების პროგრამის სრულყოფილად ამუშავება; ·         ელექტრონული დეკლარირების პროგრამის ინფორმაციასთან დაკავშირებით 2017 წელს საჩივრების პროექტთან დაკავშირებული შეხვედრების გამართვა; ·         IT აუდიტის მიმართულებით თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ·         სტრატეგიულ პარტნიორებთან - შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისთან (SNAO) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება; ·         სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა (სას) და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის აუდიტის სასწავლო ცენტრს (Center For Audit Excellence) შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება; ·         სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა (სას) და ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციას შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017