მოძებნე პროგრამის შედეგები

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება (32 02 04)

გამოყოფილია 102.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისა და თანაბრად კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობისა და საერთაშორისო დონეზე ...

მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისა და თანაბრად კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობისა და საერთაშორისო დონეზე მათი წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების ორგანიზება; სკოლებისათვის სხვადასხვა თემატური და კალენდარული დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამოცხადება.

საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა; წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება; ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა; სასკოლო კონკურსების უზრუნველყოფა.
·         მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში; ·         სასკოლო/ეროვნული გუნდების რეგიონალურ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიზნით დაფინანსდა 8 განაცხადი, რომლის ფარგლებში ჩართული იყო 44 მოსწავლე; ·         გამოვლენილია წარჩინებული მოსწავლეები, რომლებსაც გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები; ·         ჩატარებულია ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადები; ·         სასკოლო კონკურსების ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ეროვნული ტურნირი ინფორმატიკაში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად კომპლექტება და იწვრთნება 5 ნაკრები გუნდი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შესაბამის მსოფლიო ოლიმპიადებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ინფორმატიკა და ბიოლოგია); მიზნობრივი მაჩვენებელი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მსოფლიო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ნაკრები გუნდების წვრთნის არასაკმარისი ხანგრძლივობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - მედალოსანი კანდიდატების რაოდენობა XII კლასელთა დაახლოებით 5-6% შეადგენს; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენაჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფების დაბალი აქტივობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - საგნობრივ ოლიმპიადის მე-2 ტურში მონაწილეობა მიიღო 10 838 მოსწავლემ, მე-3 ტურში მონაწილეობა მიიღო 969 მოსწავლემ. გამოვლინდა 110 გამარჯვებული; მიზნობრივი მაჩვენებელი - ოლიმპიადაზე დარეგისტრირებულ მოსწავლეთა 100% უზრუნველყოფილია შესაბამისი სერვისით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ნაკრები გუნდების წვრთნის არასაკმარისი ხანგრძლივობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - პრიორიტეტულ თემებზე ორიენტირებული სასკოლო კონკურსები, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლების 25%-მა; მიზნობრივი მაჩვენებელი - კონკურსებში მონაწილე სკოლების 10%-ით გაზრდილი რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფის დაბალი აქტივობა
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად კომპლექტება და იწვრთნება 5 ნაკრები გუნდი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შესაბამის მსოფლიო ოლიმპიადებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ინფორმატიკა და ბიოლოგია); დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მსოფლიო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობა; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების შესარჩევი ტურების შედეგად დაკომპლექტდა და მომზადდა საქართველოს ხუთი ნაკრები გუნდი (ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ბიოლოგიაში). საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში ფულადი პრიზით დაჯილდოვდა 1 ოქროს, 4 ვერცხლის, 9 ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოსწავლე; სასკოლო/ეროვნული გუნდების რეგიონალურ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიზნით დაფინანსდა რვა განაცხადი. რეგიონალურ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული იქნა 3 ოქროს, 8 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი და 2 წამახალისებელი სიგელი. 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - მედალოსანი კანდიდატების რაოდენობა XII კლასელთა დაახლოებით 5-6% შეადგენს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენაჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2016-2017 სასწავლო წელს მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობამ შეადგინა 2 845, რაც მეთორმეტე კლასელი მოსწავლეების 7%-ს შეადგენს. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედური შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა 2015-2016 სასწავლო წლის ბენეფიციართა მედლების შესყიდვა და გადაცემა, ხოლო გამოცხადებული ტენდერი 2016-2017 სასწავლო წლის ბენეფიცართა ოქროს და ვერცხლის მედლების და მედლის ჩასადები ყუთების შესყიდვის მიზნით არ შედგა. შესაბამისად, მედლების შესყიდვა და გადაცემა განხორციელდება 2018 წელს. 3.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საგნობრივი ოლიმპიადის მე-2 ტურში მონაწილეობა მიიღო 10 838 მოსწავლემ, ხოლო მე-3 ტურში - 969 მოსწავლემ. გამოვლინდა 110 გამარჯვებული; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ოლიმპიადაზე დარეგისტრირებულ მოსწავლეთა 100% უზრუნველყოფილია შესაბამისი სერვისით; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - დარეგისტრირებულ მოსწავლეთა 100% უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი სერვისით. 2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 97 810 მოსწავლემ და გამოვლინდა 124 გამარჯვებული მოსწავლე. 4.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - პრიორიტეტულ თემებზე ორიენტირებული სასკოლო კონკურსები, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლების 25%-მა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - კონკურსებში მონაწილე სკოლების 10%-ით გაზრდილი რაოდენობა; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - ჩატარდა ინფორმატიკის ეროვნული ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 158 მოსწავლემ და სამ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა 13 გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით, დიპლომებით. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე „სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული ტენდერი გუნდური კონკურსების განმახორციელებელი ორგანიზაციის შერჩევის მიზნით არ შედგა. კონკურსისთვის განსაზღვრული თანხა გადანაწილდა სხვა პრიორიტეტული ღონისძიებების განსახორციელებლად.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017